ვებგვერდის დამზადება
სწრაფი ვებგვერდები, რომლებიც Google-ში ჩანს.
- ელვისებური ჩატვირთვის სიჩქარე
- SEO-ოპტიმიზებული სტრუქტურა
- მარტივი კონტენტის მართვა
ბოლო ნამუშევრები
უფრო კონკრეტული გჭირდება?
გვითხარი, რის მიღწევა გსურს, და გაჩვენებთ სერვისებს, რომლებიც ამ მიზნამდე მიგიყვანს — დიზაინი, დეველოპმენტი და რეკლამა ერთი გუნდისგან.
რის მიღწევა გინდა?
მიზანი · მეტი კლიენტი
დაიწყე ვებგვერდით, რომელიც Google-ში ჩანს, რეკლამით მიიყვანე მასზე სწორი აუდიტორია და ყველა მომართვა ერთ სივრცეში შეინახე.
სამი მიმართულება — შექმნა, დიზაინი და ზრდა. აიღე ერთი სერვისი ან გააერთიანე რამდენიმე: ყველაფერს ერთი გუნდი აკეთებს.
მონიშნულია მიზნისთვის:მეტი კლიენტი
01შექმნა
ვებგვერდები, მაღაზიები და სისტემები, რომლებზეც შენი ბიზნესი მუშაობს.
სწრაფი ვებგვერდები, რომლებიც Google-ში ჩანს.
ბოლო ნამუშევრები
უფრო კონკრეტული გჭირდება?
ლიდები, გარიგებები და კლიენტები ერთ სივრცეში.
ბოლო ნამუშევრები
მორგებული შიდა და SaaS პლატფორმები.
ბოლო ნამუშევრები
02დიზაინი
ინტერფეისები, რომლებიც ერთი შეხედვით გასაგებია.
დიზაინი, რომელიც ვიზიტორებს კლიენტებად აქცევს.
ბოლო ნამუშევრები
03ზრდა
ტრაფიკი, ლიდები და მხარდაჭერა გაშვების შემდეგ.
რეკლამა Google-ზე, Meta-ზე და TikTok-ზე გაზომვადი შედეგებით.
პლატფორმები
Scale Chat შენი Facebook-ისა და Instagram-ის შეტყობინებებს 24/7 პასუხობს.
პლატფორმები
ვებგვერდი, მაღაზია თუ პლატფორმა — ყველა პროექტი ერთსა და იმავე ხუთ ნაბიჯს გადის, ამიტომ ყოველთვის იცი, რა მოჰყვება შემდეგ.
ვსწავლობთ შენს ბიზნესს და ვათანხმებთ მოცულობასა და ვადას.
ჯერ სტრუქტურა, შემდეგ შენს ბრენდზე მორგებული დიზაინი.
ვაწყობთ ეტაპობრივად — პროგრესს პროცესშივე ხედავ.
პროექტს ვუშვებთ და შენს გუნდს ვასწავლით მის მართვას.
ვაგრძელებთ მხარდაჭერას, საჭიროებისას კი ვამატებთ რეკლამას ან CRM-ს.
რეალური შეფასებები ჩვენი Google პროფილიდან
თავიდანვე მათმა გუნდმა გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი — დეტალურად გაეცნენ ჩვენს ბრენდს, ბიზნეს მიზნებსა და სპეციფიკურ მოთხოვნებს. სტრატეგიულმა მიდგომამ, დეტალებისადმი ყურადღებამ და ხარისხზე ორიენტაციამ მოგვცა ვებგვერდი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებს.
გუნდმა შეასრულა ძალიან კარგი სამუშაო. პროექტის მიმდინარეობისას იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები და ყველა საჭირო დეტალი თუ ცვლილება მაქსიმალური სიზუსტით გაითვალისწინეს. მადლობა პროფესიონალური მიდგომისთვის.
ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კარგი კომუნიკაცია, პასუხისმგებლიანი მიდგომა და ხარისხიანი შედეგი. SCALE-ს ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას.
ძალიან კარგი სერვისი!
სწრაფად და ხარისხიანად შეასრულეს სამუშაო. წარმატებებს გისურვებთ!
ვუწევ რეკომენდაციას, საქმე შეასრულეს დროულად და კარგად...
ძალიან ხარისხიანად და სწრაფად შეასრულეს სამუშაო. ჩაგვბარდა ზუსტად ისეთი საიტი, როგორიც გვინდოდა.
პროფესიონალი და პუნქტუალური გუნდი. კომფორტული და სასიამოვნო იყო თითოეულ წევრთან კომუნიკაცია. ძალიან კმაყოფილი ვართ გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენი ორგანიზაციის სახელით გიხდით მადლობას და გიწევთ რეკომენდაციას.
კარგია, ხარისხიანად შეასრულეს სამუშაო. ვუწევთ რეკომენდაციას.
ვენაცვალე ამ გუნდს!!! მაღალი დონის სერვისი ❤️
Scale-ის გუნდმა პროექტის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმი და მოქნილობა გამოავლინა. ყველა მოთხოვნასა და ცვლილებას ოპერატიულად უპასუხეს, ხოლო კომუნიკაცია ყოველთვის მარტივი და ეფექტური იყო. სასიამოვნოა ასეთ გუნდთან თანამშრომლობა.
საუკეთესო მომსახურება 🙏🏻
კმაყოფილები ვართ მათი სერვისით. გუნდი იყო ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი და პროექტის ვადებში ჩაგვბარდა ჩვენი საიტი.
მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა. კომუნიკაცია უმაღლეს დონეზეა, დიდი ხანი მინდოდა გამეკეთებინა ვებგვერდი და ძალიან მიხარია, რომ ამ კომპანიას დავუკავშირდი. ფასები უკიდურესად დაბალი, კომპანიის თანამშრომლები მომთმენები, პროფესიონალები და ძალიან კომუნიკაბელურები. ყველას ვურჩევდი თქვენთან თანამშრომლობას ❤️ უდიდესი მადლობა გაწეული დახმარებისთვის ❤️🩷
კარგი და ხარისხიანი ნამუშევარია❣️ ყველა დეტალზე არის ნაფიქრი🙌 წარმატებებს გისურვებთ 🥰
Scale-მა ჩვენი ვებგვერდი სულ რამდენიმე დღეში და მინიმალური ინვესტიციით ჩაგვაბარა.
შესანიშნავი მომსახურება. ითვალისწინებენ ყველა მოთხოვნას და საკმაოდ მოკლე დროში ასრულებენ სამუშაოს, ბიუჯეტურ ფასში.
ქვიზ-პლატფორმა უმოკლეს დროში გვჭირდებოდა და მოსალოდნელზე სწრაფად ჩაგვაბარეს…
ძალიან მაგარი გუნდი, საუკეთესო ხარისხი და სისწრაფე!
კითხვები, რომლებიც სერვისის არჩევამდე ჩნდება
დაიწყე მიზნიდან და არა სერვისიდან. მეტი კლიენტისთვის ბიზნესების უმეტესობას ვებგვერდი და რეკლამა სჭირდება. პროდუქტის გასაყიდად — ონლაინ მაღაზია. ერთი კამპანიისთვის ან ახალი პროდუქტის გასაშვებად — ლენდინგ გვერდი. ლიდებისა და შიდა პროცესების მოსაწესრიგებლად — CRM ან მორგებული პლატფორმა. თუ დარწმუნებული არ ხარ, დაჯავშნე 30-წუთიანი ზარი და გირჩევთ, საიდან დაიწყო.
ფასი პროექტის მოცულობაზეა დამოკიდებული, ამიტომ შაბლონურ პაკეტებს არ ვყიდით. ვებგვერდის, ონლაინ მაღაზიისა და ლენდინგ გვერდის სავარაუდო ღირებულებას დაახლოებით ორ წუთში გაიგებ ჩვენი ფასის კალკულატორით. CRM სისტემებს, მორგებულ პლატფორმებსა და სარეკლამო კამპანიებს ინდივიდუალურად ვაფასებთ მოკლე ზარის შემდეგ.
ლენდინგ გვერდი, როგორც წესი, 5–7 სამუშაო დღეში მზადდება, ბიზნეს ვებგვერდი ან სტანდარტული ონლაინ მაღაზია — 2–4 კვირაში, CRM-ის პირველი ვერსია კი — 4–8 კვირაში. დიდი ან ინდივიდუალური ფუნქციონალის მქონე პროექტები მეტ დროს მოითხოვს — ზუსტ ვადას სამუშაოს დაწყებამდე ვათანხმებთ.
დიახ. დიზაინს, დეველოპმენტსა და სარეკლამო კამპანიებს ერთი გუნდი აკეთებს, ამიტომ ვებგვერდი, ლენდინგ გვერდები და რეკლამა ერთად იგეგმება და სხვადასხვა სააგენტოს შორის არ ნაწილდება.
დიახ. ლენდინგ გვერდი შეიძლება სრულ ვებგვერდად გაიზარდოს, ვებგვერდს მოგვიანებით დაემატოს ონლაინ მაღაზია ან სარეკლამო კამპანია, საიტიდან შემოსული მომართვები კი CRM-ს დაუკავშირდეს, როცა ეს დაგჭირდება.
დიახ. გაშვების შემდეგ ვაგრძელებთ მხარდაჭერასა და მოვლას, ხოლო თუ პროექტს მართვის პანელი (ადმინპანელი) აქვს, ტექსტებს, ფოტოებსა და პროდუქტებს თავად მართავ.
მოდი, განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ შენი ბიზნესის ზრდაში.
მიზანი · მეტი კლიენტი