UI/UX დიზაინი

    მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი, რომელიც ვიზიტორებს კლიენტებად აქცევს.

    100+დასრულებული პროექტი5.0რეიტინგი Google-ზე
    UI/UX დიზაინი
    01 / 04

    კვლევა

    რა შედის

    კვლევიდან შემოწმებულ დიზაინამდე.

    ეფექტური დიზაინი უხილავია — ის ბუნებრივად მიმართავს მომხმარებლებს კონვერსიისკენ.

    1. 01

      კვლევა

      შესაბამის მოთხოვნებზე მორგებული კვლევა, მაქსიმალური შედეგისთვის.

      • არსებული საიტისა და კონკურენტების ანალიზი
      • ვინ არის შენი მომხმარებელი და რისთვის მოდის
      • სად კარგავს საიტი ვიზიტორებს ამჟამად

      ბოლო ნამუშევრები

    2. 02

      სტრატეგია

      ინფორმაციის არქიტექტურა, მომხმარებლის ნაკადები და კონტენტის სტრატეგია.

      • საიტის რუკა: ყველა გვერდი და მათი კავშირი
      • მომხმარებლის გზა მთავარი მოქმედებებისთვის
      • Wireframe-ები, რომლებსაც ვიზუალამდე ამტკიცებ

      ბოლო ნამუშევრები

    3. 03

      დიზაინი

      თანამედროვე, დახვეწილი დიზაინი მაღალი კონვერსიისთვის.

      • დესკტოპისა და მობილურის ეკრანები Figma-ში
      • მთავარი გზის ინტერაქტიული პროტოტიპი
      • ფერები, შრიფტები და კომპონენტები ერთიან სისტემად

      ბოლო ნამუშევრები

    4. 04

      ვალიდაცია

      გამოყენებადობის ტესტირება და ანალიტიკის მიმოხილვა.

      • გამოყენებადობის შემოწმება რეალურ მომხმარებლებთან
      • შესწორებები დეველოპმენტის დაწყებამდე
      • ფაილები მზადაა შენი ან ჩვენი დეველოპერებისთვის

      ბოლო ნამუშევრები

    დიზაინის სერვისები.

    • მომხმარებლის კვლევა
    • ინფორმაციის არქიტექტურა
    • Wireframing და პროტოტიპირება
    • ვიზუალური დიზაინი და UI სისტემები
    • გამოყენებადობის ტესტირება
    • კონვერსიის ოპტიმიზაცია
    ქეისი

    ნახე რეალურ პროექტზე.

    აირჩიე პროექტი და ნახე, რა იყო მიზანი და რა შედეგი მივიღეთ.

    AITO Georgia
    ავტომობილები / ელექტრომობილები

    AITO Georgia

    მიზანი
    AITO თავს წარმოაჩენს როგორც „ინტელექტით ხელახლა განსაზღვრულ ფუფუნებას“ — ბრენდს, რომლის ღირებულება თანაბრად მოიცავს HarmonyOS სალონს, ინტელექტუალურ მართვასა და უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, დიზაინსა და კომფორტთან ერთად. ქართულ ბაზარზე შესვლისას საჭირო იყო ციფრული შოურუმი, რომელიც ამ პრემიუმ პოზიციონირებას შეესაბამებოდა, ხუთ განსხვავებულ მოდელსა და მათ ტექნოლოგიებს ინგლისურად და ქართულად ახსნიდა და დაინტერესებას სატესტო გასეირნების ჯავშნად აქცევდა.
    შედეგები
    • AITO-ს ოფიციალური ციფრული წარმოდგენა საქართველოში, ბრენდის პრემიუმ პოზიციონირების შესაბამისი დიზაინით
    • ხუთი მოდელი წარმოდგენილია ერთიანი, ადვილად შესადარებელი სტრუქტურით
    • სატესტო გასეირნების ონლაინ ჯავშანი ვიზიტორებს კვალიფიციურ პოტენციურ მყიდველებად აქცევს
    სრული კომბინაცია

    რასთან ერთად კეთდება ხშირად.

    მიზანი · ონლაინ გაყიდვა

    საკუთარი მაღაზია ონლაინ გადახდით, შეკვეთის პროცესი, რომელსაც მომხმარებელი ბოლომდე გადის, და რეკლამა, რომელსაც მყიდველი მოჰყავს.

    1. 01ონლაინ მაღაზიის დამზადებაკატალოგი, კალათა, ონლაინ გადახდა და შეკვეთების მართვა
    2. 02ახლა აქ ხარUI/UX დიზაინიპროდუქტის გვერდები და შეკვეთის პროცესი, რომელიც მარტივად სრულდება
    3. 03სარეკლამო კამპანიებირეკლამა, რომელსაც მყიდველი პირდაპირ პროდუქტთან მიჰყავს
    ყველა სერვისი
    FAQ

    ხშირად დასმული კითხვები

    მოკლე და პირდაპირი პასუხები, სანამ დაგვიკავშირდები

    UX (მომხმარებლის გამოცდილება) განსაზღვრავს, რამდენად მარტივად და ლოგიკურად აღწევს მომხმარებელი მიზანს — სტრუქტურას, ნაბიჯებსა და ნავიგაციას. UI (ინტერფეისი) კი ვიზუალური მხარეა: ფერები, შრიფტები, ღილაკები და კომპონენტები. კარგ პროდუქტს ორივე ერთად სჭირდება.

    დიახ. შეგიძლია შეუკვეთო მხოლოდ UI/UX დიზაინი Figma-ში — შენი დეველოპერებისთვის მზა ფაილებით. თუმცა, როცა დიზაინსაც და დეველოპმენტსაც ერთი გუნდი აკეთებს, შედეგი უფრო სწრაფი და ზუსტია.

    ვიწყებთ ბიზნესისა და აუდიტორიის კვლევით, შემდეგ ვაწყობთ სტრუქტურასა და wireframe-ებს, ვქმნით ვიზუალურ დიზაინსა და ინტერაქტიულ პროტოტიპს, ბოლოს კი ვამოწმებთ გამოყენებადობას. ყოველ ეტაპზე ხედავ შედეგს და გვიზიარებ უკუკავშირს.

    დიახ. ვაანალიზებთ არსებულ საიტს — სად კარგავს ვიზიტორებს და რა უშლის ხელს კონვერსიას — და ვქმნით ახალ დიზაინს, რომელიც ამ პრობლემებს აგვარებს და ბრენდს თანამედროვე სახეს აძლევს.

    დავიწყოთ, როცა მზად იქნები.

    გამოგვიგზავნე მოკლე ბრიფი, ან განვიხილოთ 30-წუთიან ზარზე.

    რა გჭირდება?