AI აგენტები

    Scale Chat შენი Facebook-ისა და Instagram-ის შეტყობინებებს 24/7 პასუხობს — შენივე კატალოგითა და ცოდნის ბაზით.

    100+დასრულებული პროექტი5.0რეიტინგი Google-ზე
    AI აგენტები
    01 / 04

    Messenger და Instagram Direct

    რა შედის

    რას აკეთებს Scale Chat.

    Scale Chat ჩვენი AI გაყიდვების ასისტენტია Facebook-ისა და Instagram-ისთვის. მომხმარებლებს ქართულად და ინგლისურად პასუხობს იმ ინფორმაციით, რომელსაც შენ აწვდი, აგროვებს ლიდებს და გუნდს რთავს, როცა საუბარს ადამიანი სჭირდება.

    1. 01

      Messenger და Instagram Direct

      დააკავშირე Facebook გვერდი და Instagram ანგარიში — ორივეზე შეტყობინებებს ერთი ასისტენტი პასუხობს.

      • პასუხობს წამებში — დღისითაც და ღამითაც
      • ქართულად და ინგლისურად — რომელ ენაზეც მოგწერს მომხმარებელი
      • ესმის ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები
    2. 02

      პასუხობს მხოლოდ შენი მონაცემებით

      ატვირთე პროდუქტების აღწერები, ხშირი კითხვები და წესები. ბოტი მათზე დაყრდნობით პასუხობს და არაფერს იგონებს.

      • მარაგსა და ფასს შენი რეალური კატალოგიდან ამბობს
      • ცოდნის ბაზას ნებისმიერ დროს თავად ანახლებ
      • პასუხებს გაშვებამდე სატესტო გარემოში ამოწმებ
    3. 03

      ლიდები, შეკვეთები და ჯავშნები

      ბოტი ყოველ საუბარში აგროვებს საკონტაქტო მონაცემებს და იმას, რა სურს მომხმარებელს — გუნდი კი უკვე დაინტერესებულ კლიენტებს ურეკავს.

      • გროვდება ავტომატურად, ყოველ საუბარში
      • იღებს შეკვეთებსა და ჯავშნებს და არა მხოლოდ კითხვებს
      • სამუშაო საათების მიღმაც იღებს მომხმარებლის კონტაქტს
    4. 04

      საჭიროებისას ადამიანი ერთვება

      როცა საუბარს ადამიანი სჭირდება, გუნდი მყისიერ შეტყობინებას იღებს Telegram-ით ან ელფოსტით და საუბარს თავად აგრძელებს.

      • გუნდი მხოლოდ იმ საუბრებში ერთვება, სადაც საჭიროა
      • განმეორებადი კითხვები გუნდამდე აღარ მიდის
      • დასაყენებლად დეველოპერი არ გჭირდება
    როგორ ვმუშაობთ

    რეგისტრაციიდან მომუშავე ბოტამდე — დაახლოებით ათ წუთში.

    1. 01

      შექმენი ანგარიში და ბოტი

      დარეგისტრირდი ელფოსტით. სამუშაო სივრცე მაშინვე მზადაა.

    2. 02

      დააკავშირე Facebook და Instagram

      Facebook გვერდსა და Instagram ანგარიშს რამდენიმე კლიკით აკავშირებ.

    3. 03

      ასწავლე შენი ბიზნესი

      ცოდნის ბაზაში დაამატე პროდუქტები, ხშირი კითხვები და წესები.

    4. 04

      გამოცადე და გაუშვი

      პასუხები სატესტო გარემოში შეამოწმე, შემდეგ ჩართე ბოტი და უყურე, როგორ მუშაობს.

    რას იღებ პირველივე დღიდან.

    • 7 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე
    • პასუხები ქართულად და ინგლისურად
    • Facebook Messenger და Instagram Direct
    • სამუშაო საათები, რომლებსაც თითოეულ ბოტს თავად უწესებ
    • სატესტო გარემო პასუხების შესამოწმებლად
    • დეველოპერი არ გჭირდება
    სრული კომბინაცია

    რასთან ერთად კეთდება ხშირად.

    მიზანი · გუნდისა და გაყიდვების მოწესრიგება

    ცხრილები და ჩატები ჩაანაცვლე სისტემით, რომელიც შენი გუნდის რეალურ სამუშაო პროცესზეა მორგებული.

    1. 01CRM სისტემებილიდები, გარიგებები და შეხსენებები ერთ სისტემაში
    2. 02მორგებული პლატფორმებიდეშბორდები, პორტალები და შიდა ინსტრუმენტები, შენს პროცესზე მორგებული
    3. 03ახლა აქ ხარAI აგენტებიAI, რომელიც Facebook-სა და Instagram-ზე განმეორებად კითხვებს 24/7 პასუხობს
    ყველა სერვისი
    FAQ

    ხშირად დასმული კითხვები

    მოკლე და პირდაპირი პასუხები, სანამ დაგვიკავშირდები

    ჩვეულებრივი ჩატბოტი წინასწარ გაწერილ სცენარებს მიჰყვება. AI აგენტს კი ესმის თავისუფლად დასმული კითხვა, პასუხობს შენი ბიზნესის მონაცემებზე დაყრდნობით, აგროვებს ლიდებს და რთულ შემთხვევაში საუბარს შენს გუნდს გადასცემს.

    დიახ. Scale Chat პასუხობს ქართულად და ინგლისურად — იმ ენაზე, რომელზეც მომხმარებელი მოგწერს.

    შენს Facebook გვერდზე (Messenger) და Instagram ანგარიშზე (Direct). ორივეს Scale Chat-ის სამართავი პანელიდან აკავშირებ და ორივეზე ერთი ასისტენტი პასუხობს.

    Scale Chat უკვე მუშაობს მისამართზე ai.scale.ge. შექმენი ანგარიში, დააკავშირე Facebook გვერდი და Instagram, დაამატე ინფორმაცია შენი ბიზნესის შესახებ — და ბოტი მომხმარებლებს დაახლოებით ათ წუთში უპასუხებს. დეველოპერი არ გჭირდება.

    დიახ. საცდელი პერიოდი 7 დღეა, ბარათი საჭირო არ არის და თანხა ავტომატურად არ ჩამოგეჭრება. პაკეტები და თითოეულის შესაძლებლობები ai.scale.ge-ზეა აღწერილი.

    საუბარს ადამიანს გადასცემს: გუნდი მყისიერ შეტყობინებას იღებს Telegram-ით ან ელფოსტით და საუბარს თავად აგრძელებს. შენ მიერ განსაზღვრული სამუშაო საათების მიღმა ბოტი მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემებს იღებს.

    დავიწყოთ, როცა მზად იქნები.

    სცადე 7 დღე უფასოდ, ან განვიხილოთ 30-წუთიან ზარზე.