CRM სისტემები

    მართე ლიდები, დახურე გარიგებები და შეინახე ყველა კლიენტი ერთ სივრცეში.

    სავარაუდო ვადა: 4–8 კვირა100+დასრულებული პროექტი5.0რეიტინგი Google-ზე
    CRM სისტემები
    01 / 04

    ლიდების მართვა

    რა შედის

    რას აკეთებს შენი CRM.

    აღარ დაკარგო ლიდები ცხრილებსა და ჩატებში. ვქმნით CRM სისტემებს, რომლებიც მორგებულია შენი გუნდის რეალურ სამუშაო პროცესზე.

    1. 01

      ლიდების მართვა

      დააფიქსირე და თვალი ადევნე ლიდებს პირველი კონტაქტიდან გარიგების დახურვამდე.

      • საიტის ფორმებიდან და Facebook-იდან ლიდები ავტომატურად შემოდის
      • ყოველი კონტაქტის ისტორია ერთ ბარათში
      • ყოველთვის ჩანს, ვის ეკუთვნის ლიდი და რა არის შემდეგი ნაბიჯი
      სავარაუდო ვადა: 4–8 კვირა

      ბოლო ნამუშევრები

    2. 02

      გაყიდვების Pipeline

      ვიზუალური Pipeline, ავტომატური შეხსენებები და სმარტ პროცესები — გუნდი ყიდის და არა ადმინისტრირებაზე კარგავს დროს.

      • ეტაპებს ისე ჰქვია, როგორც შენი გუნდი ყიდის
      • შეხსენებები, რომ არცერთი ზარი არ დაგავიწყდეს
      • განმეორებადი ნაბიჯები ავტომატურად სრულდება
      სავარაუდო ვადა: 4–8 კვირა

      ბოლო ნამუშევრები

    3. 03

      ანალიტიკა და რეპორტინგი

      ლაივ დეშბორდები კონვერსიით, შემოსავლის პროგნოზით და გუნდის შედეგებით.

      • ჩანს, რომელ ეტაპზე ჩერდება გარიგებები
      • შედეგები თანამშრომლებისა და არხების მიხედვით
      • მონაცემების ექსპორტი ნებისმიერ დროს
      სავარაუდო ვადა: 4–8 კვირა

      ბოლო ნამუშევრები

    4. 04

      ინტეგრაციები

      დააკავშირე ელფოსტასთან, კალენდართან, ბუღალტერიასთან და ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტთან.

      • საიტის ფორმები, Facebook და ლიდების სხვა არხები
      • ელფოსტა და კალენდარი
      • საბუღალტრო პროგრამები
      სავარაუდო ვადა: 4–8 კვირა

      ბოლო ნამუშევრები

    რატომ მორგებული CRM.

    • შენი გაყიდვების პროცესზე მორგებული
    • არანაირი ყოველთვიური საფასური თითო მომხმარებელზე
    • კლიენტის მონაცემები მთლიანად შენია
    • მუშაობს არსებულ ინსტრუმენტებთან
    • იზრდება გუნდთან ერთად, ლიმიტების გარეშე
    • ავტომატიზაცია, რომელიც ყოველ კვირას საათებს ზოგავს
    ქეისი

    ნახე რეალურ პროექტზე.

    აირჩიე პროექტი და ნახე, რა იყო მიზანი და რა შედეგი მივიღეთ.

    NSG Tour CRM
    მოგზაურობა და ტურიზმი

    NSG Tour CRM

    მიზანი
    ტურ-ოპერატორები ჯავშნებს, კლიენტების გადახდებს, მომწოდებლების ხარჯებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას ხელით, ელცხრილებში მართავდნენ, რაც ზრდიდა შეცდომების რისკს. გარდა ამისა, არ არსებობდა გადაუხდელი თანხების რეალურ დროში კონტროლისა და ტურის მომგებიანობის სწრაფად გამოთვლის შესაძლებლობა.
    შედეგები
    • დაფა დაუყოვნებლივ აჩვენებს გადაუხდელ და ნაწილობრივ გადახდილ ჯავშნებს ზუსტი გადასახდელი თანხებით
    • მოსალოდნელი და რეალიზებული მოგების რეალურ დროში თვალყურის დევნება ტურისა და თვის მიხედვით
    • ინვოისების ავტომატური გენერაცია, ვალუტის კონვერტაცია და გადახდების შეჯერება
    სრული კომბინაცია

    რასთან ერთად კეთდება ხშირად.

    მიზანი · გუნდისა და გაყიდვების მოწესრიგება

    ცხრილები და ჩატები ჩაანაცვლე სისტემით, რომელიც შენი გუნდის რეალურ სამუშაო პროცესზეა მორგებული.

    1. 01ახლა აქ ხარCRM სისტემებილიდები, გარიგებები და შეხსენებები ერთ სისტემაში
    2. 02მორგებული პლატფორმებიდეშბორდები, პორტალები და შიდა ინსტრუმენტები, შენს პროცესზე მორგებული
    3. 03AI აგენტებიAI, რომელიც Facebook-სა და Instagram-ზე განმეორებად კითხვებს 24/7 პასუხობს
    ყველა სერვისი
    FAQ

    ხშირად დასმული კითხვები

    მოკლე და პირდაპირი პასუხები, სანამ დაგვიკავშირდები

    CRM არის სისტემა, სადაც ინახება ყველა კლიენტი, ლიდი და გარიგება, და ჩანს, ვინ, როდის და რა უნდა გააკეთოს. თუ კლიენტები Excel-ში, ჩატებსა და რვეულებში გაქვს მიმოფანტული და ზარები გავიწყდება, CRM უკვე გჭირდება.

    მზა CRM-ები თითო მომხმარებელზე ყოველთვიურ საფასურს ითხოვს და შენს პროცესს საკუთარ სტრუქტურას არგებს. მორგებული CRM ზუსტად შენს პროცესზეა აწყობილი, მონაცემები შენ გეკუთვნის და გუნდის ზრდასთან ერთად ფასი არ იზრდება.

    ძირითადი ფუნქციონალის მქონე CRM-ის პირველი ვერსია, როგორც წესი, 4–8 კვირაში მზადდება, რთული ინტეგრაციებითა და ავტომატიზაციით — 8–12 კვირაში ან მეტ ხანში. ეტაპობრივად ვმუშაობთ, ამიტომ სისტემით სარგებლობას ადრევე დაიწყებ.

    დიახ. საიტის ფორმებიდან, Facebook-იდან და სხვა არხებიდან ლიდები CRM-ში ავტომატურად ხვდება. ასევე ვაკავშირებთ ელფოსტას, კალენდარს, საბუღალტრო პროგრამებსა და სხვა ინსტრუმენტებს.

    მონაცემები მთლიანად შენია. სისტემა შენი ბიზნესისთვის იქმნება, ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლია მონაცემების ექსპორტი და სისტემის განვითარების გაგრძელება.

    დავიწყოთ, როცა მზად იქნები.

    გამოგვიგზავნე მოკლე ბრიფი, ან განვიხილოთ 30-წუთიან ზარზე.

    რა გჭირდება?