ლენდინგ გვერდის დამზადება

    ერთი გვერდი, ერთი მიზანი — მეტი ზარი, განაცხადი და გაყიდვა.

    სავარაუდო ვადა: 5–7 სამუშაო დღე100+დასრულებული პროექტი4.9რეიტინგი Google-ზე
    ლენდინგ გვერდის დამზადება
    01 / 04

    სარეკლამო კამპანიისთვის

    რა შედის

    როდის გჭირდება ლენდინგ გვერდი.

    ლენდინგ გვერდი ერთი კონკრეტული მიზნისთვის იქმნება: რეკლამიდან შემოსული ვიზიტორი კლიენტად აქციოს. არანაირი ზედმეტი მენიუ და ყურადღების გაფანტვა — მხოლოდ მკაფიო შეთავაზება, ნდობის ელემენტები და მოწოდება მოქმედებისკენ.

    1. 01

      სარეკლამო კამპანიისთვის

      Google-ისა და Facebook-ის რეკლამისთვის შექმნილი გვერდი, რომელიც რეკლამის მესიჯს აგრძელებს და ყოველ ფასიან კლიკს ამართლებს.

      • სათაური რეკლამაში მიცემულ დაპირებას იმეორებს
      • Pixel და Analytics დაყენებულია — ყოველი კლიკი იზომება
      • რეკლამასაც ჩვენ გავუშვებთ — ერთიანი სტრატეგიით
      სავარაუდო ვადა: 5–7 სამუშაო დღე

      ბოლო ნამუშევრები

    2. 02

      ახალი პროდუქტის ან სერვისის გაშვებისთვის

      სწრაფად გაუშვი და შეამოწმე ახალი შეთავაზება, სანამ სრულ ვებგვერდს ააწყობ.

      • მკაფიო შეთავაზება, ნდობის ელემენტები და ერთი მოწოდება მოქმედებისკენ
      • მზადაა 5–7 სამუშაო დღეში
      • მოგვიანებით დაემატება ახალი გვერდები, ბლოგი ან მაღაზია
      სავარაუდო ვადა: 5–7 სამუშაო დღე

      ბოლო ნამუშევრები

    3. 03

      ღონისძიების, კურსის ან აქციისთვის

      რეგისტრაციის ფორმა, დროის ათვლა და ყველა საჭირო ინფორმაცია — ერთ გვერდზე.

      • თარიღი, ადგილი და პროგრამა — ერთ ეკრანზე
      • რეგისტრაციები პირდაპირ ელფოსტაზე ან ცხრილში მოდის
      • მობილურიდან მარტივად იკითხება და ივსება
      სავარაუდო ვადა: 5–7 სამუშაო დღე

      ბოლო ნამუშევრები

    4. 04

      ლიდების შესაგროვებლად

      ფორმა, რომელიც ყოველ განაცხადს პირდაპირ შენს ელფოსტაზე, CRM-სა თუ Google Sheets-ში აგზავნის.

      • მოკლე ფორმა — მხოლოდ საჭირო ველებით
      • ზარისა და მიწერის ღილაკები ერთ შეხებაში
      • ჩანს, რომელი რეკლამიდან მოვიდა თითოეული განაცხადი
      სავარაუდო ვადა: 5–7 სამუშაო დღე

      ბოლო ნამუშევრები

    როგორ ვმუშაობთ

    შეთავაზებიდან გაშვებამდე — ოთხ ნაბიჯში.

    სავარაუდო ვადა: 5–7 სამუშაო დღე
    1. 01

      შეთავაზება

      ვაზუსტებთ, რა ერთი მოქმედება უნდა შეასრულოს ვიზიტორმა და ვის მიმართავს გვერდი.

    2. 02

      ტექსტი და დიზაინი

      სათაურს, სექციებსა და ვიზუალს ამ მოქმედების გარშემო ვაწყობთ. აწყობამდე შენ ამტკიცებ.

    3. 03

      აწყობა და თრექინგი

      ვაწყობთ გვერდს, ვაკავშირებთ ფორმას და ვაყენებთ Pixel-სა და Analytics-ს.

    4. 04

      გაშვება

      გვერდი შენს დომენზე ეშვება და პირველი კამპანიისთვის მზადაა.

    რას მოიცავს ყველა ლენდინგ გვერდი.

    • სწრაფი ჩატვირთვა — ყოველი ზედმეტი წამი კონვერსიას ამცირებს
    • მობილურზე მორგებული დიზაინი
    • Facebook Pixel-ისა და Google Analytics-ის ინტეგრაცია
    • A/B ტესტირებისთვის მზა სტრუქტურა
    • ფორმები, რომლებიც ყოველ განაცხადს პირდაპირ შენთან აგზავნის
    • საჭიროებისას სრულ ვებგვერდად გაფართოება
    ქეისი

    ნახე რეალურ პროექტზე.

    აირჩიე პროექტი და ნახე, რა იყო მიზანი და რა შედეგი მივიღეთ.

    მშველელი
    ჯანდაცვის პროდუქტი / ბრენდის ვებგვერდი

    მშველელი

    მიზანი
    „მშველელს“ სჭირდებოდა პროფესიონალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენდა პროდუქტის სარგებელს, აუხსნიდა მომხმარებელს მისი გამოყენების წესებს და გააძლიერებდა ბრენდის სანდოობას მსხვილ სააფთიაქო ქსელებში გაფართოების პარალელურად.
    შედეგები
    • ძლიერი და სანდო ონლაინ ბრენდის წარმოდგენა
    • პროდუქტის მკაფიო ახსნა მომხმარებლებისთვის
    • გაზრდილი სანდოობა სააფთიაქო პარტნიორებთან
    სრული კომბინაცია

    რასთან ერთად კეთდება ხშირად.

    მიზანი · პროდუქტს ან კამპანიას ვუშვებ

    ერთი გვერდი ერთი მიზნისთვის, შეთავაზებაზე მორგებული ვიზუალი და ტრაფიკი პირველივე დღიდან.

    1. 01ახლა აქ ხარლენდინგ გვერდის დამზადებაერთი გვერდი, ერთი მიზანი: ზარი, რეგისტრაცია ან გაყიდვა
    2. 02UI/UX დიზაინიმკაფიო შეთავაზება და კამპანიაზე მორგებული ვიზუალი
    3. 03სარეკლამო კამპანიებიფასიანი ტრაფიკი, სადაც ყველა კლიკი ითვლება
    ყველა სერვისი
    FAQ

    ხშირად დასმული კითხვები

    მოკლე და პირდაპირი პასუხები, სანამ დაგვიკავშირდები

    ვებგვერდი შენს ბიზნესს მთლიანად აღწერს — რამდენიმე გვერდით, მენიუთი და ბლოგით. ლენდინგ გვერდი კი ერთ შეთავაზებასა და ერთ მოქმედებაზეა ფოკუსირებული, ამიტომ რეკლამიდან შემოსულ ვიზიტორს, როგორც წესი, უკეთ აქცევს კლიენტად.

    როგორც წესი, 5–7 სამუშაო დღე — ტექსტისა და ვიზუალების შეთანხმებიდან გაშვებამდე. თუ ტექსტსა და ვიზუალებსაც ჩვენ ვამზადებთ, ვადა ოდნავ იზრდება.

    ლენდინგ გვერდი ონლაინ ყოფნის დასაწყებად ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია. ფასი დამოკიდებულია სექციების რაოდენობაზე, ენებსა და ინტეგრაციებზე — სავარაუდო ღირებულებას ფასის კალკულატორით მყისიერად გაიგებ.

    დიახ. Scale-ის გუნდი Google-ის, Facebook-ის, Instagram-ისა და TikTok-ის კამპანიებსაც მართავს, ამიტომ ლენდინგ გვერდსა და რეკლამას ერთ სტრატეგიად ვაწყობთ და შედეგს ერთად ვზომავთ.

    დიახ. ლენდინგს ისე ვაწყობთ, რომ მოგვიანებით მას ახალი გვერდები, ბლოგი ან ონლაინ მაღაზია დავამატოთ — თავიდან დაწყების გარეშე.

    სასარგებლო სტატიები.

    ვებგვერდები

    თქვენი საიტი 3 წამში არ იტვირთება? მაშინ კლიენტებს კონკურენტებს ჩუქნით

    გაიგეთ, რა პოზიციაზეა თქვენი საიტი Google-ში და რამდენ ხანში იტვირთება — უფასოდ, 10 წუთში: Search Console, site: ძიება და PageSpeed Insights.

    7 წთ კითხვა

    ვებგვერდები

    10 შეცდომა ვებსაიტის შექმნისას, რომელიც ბიზნესს ძვირად უჯდება

    გადატვირთული შაბლონებიდან დაწყებული, არარსებული ანალიტიკით დამთავრებული: რეალური ხარვეზები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ, და გზა საიტამდე, რომელიც რეალურ კლიენტებს მოგიყვანთ.

    8 წთ კითხვა

    ვებგვერდები

    რა ღირს საიტის დამზადება საქართველოში 2026 წელს — გულახდილი ფასები

    200 ლარიდან 15 000 ლარამდე: რაში იხდით ფულს სინამდვილეში, სად გიმალავენ დამატებით ხარჯებს და როგორ იპოვოთ ოქროს შუალედი თქვენი ბიზნესისთვის.

    6 წთ კითხვა

    დავიწყოთ, როცა მზად იქნები.

    სავარაუდო ფასს დაახლოებით ორ წუთში გაიგებ, ან განვიხილოთ 30-წუთიან ზარზე.